„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჰანსი ფლიკი შეაქო. როგორც მან თქვა, ის ძალიან კარგად მუშაობს.
„სეზონი კარგად დავიწყეთ და ჩვენი მწვრთნელი ძალიან კარგად მუშაობს. ტრავმები პრობლემაა, მაგრამ ის ამ ყველაფერს უმკლავდება. ფეხბურთელებიც ნელ-ნელა გამოჯანმრთელდებიან. წინ ბევრი მატჩია, კალენდარი გვაიძულებს კონკურენტუნარიანი და ფართო შემადგენლობა გვყავდეს. ახალგაზრდული გუნდიდან ფეხბურთელების დამატებაც კარგ შედეგებს იძლევა და ფლიკი შესანიშნავად მუშაობს, ფეხბურთელებს მისი მუშაობის პრინციპები ესმით“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში პირველ ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში 3 ქულა მოიპოვა.