ფეხბურთი

13:45 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნა ჩვენთვის უკვე წარმატებაა, "სიტისთან" თამაში სიამოვნება იყო"

ბრატისლავის "სლოვანის" ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის (0:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მათთვის უკვე დიდი წარმატებაა.

"რა შემიძლია ვთქვა მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაშზე? უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავთ. შედეგის მიღწევა წარმოუდგენელი იყო. როდესაც შეცდომას უშვებ, ყოველთვის ისჯები. თითქმის უშანსოდ ვიყავით. განვიხილავდით ადრეულ გოლს, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო. ასეთ გუნდთან თამაშით ნამდვილად ვისიამოვნეთ. ჩვენი კლუბისთვის ამ ეტაპზე თამაშიც დიდი წარმატებაა. ამ ეტაპზე სიამოვნებას ვიღებთ და ყველა გუნდი "სიტისნაირი" არ იქნება, აუცილებლად ვიბრძოლებთ და ვეცდებით ქულები მოვიპოვოთ", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ "სლოვანს" ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია, ხოლო მესამე ტურში 22 ოქტომბერს, სტუმრად ესპანურ "ჟირონას" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117322