ფეხბურთი

13:00 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "ნახავთ, რომ კვარაცხელიას შეცვლაზე მსგავსი რეაქცია აღარ ექნება"

„ნაპოლის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო მონტერვინომ ხვიჩა კვარაცხელიასა და მასთან კონტრაქტის განახლების საკითხზე ისაუბრა.

როგორც მონტერვინომ აღნიშნა, კვარა კონტრაქტის განახლების შემდეგ უფრო დამშვიდდება და ახლა ამ საკითხის გამო ნერვიულობს.

„თქვენ ნახავთ, რომ როგორც კი „ნაპოლი“ მას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, ნაკლებად გამოხატავს უკმაყოფილებას შეცვლის შემდეგ. არ ვამბობ, რომ კონტრაქტის განახლებით უკეთ ითამაშებს, მაგრამ ნაკლებად იწუწუნებს. ვფიქრობ, ის არ არის კმაყოფილი, ცოტათი ნერვიულობს, რადგან ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე“, - თქვა მონტერვინომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114823