ფეხბურთი

12:20 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი შეხვედრა კვარაცხელიას კონტრაქტზე: მხარეებმა შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ

„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი ისევ მოუგვარებელი და აქტუალურია.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, მამუკა ჯუღელი „ნაპოლის“ ბოლო მატჩს დაესწრო და სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასაც შეხვდა. მხარეების მორიგი შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი, სადაც შესაძლოა, საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.

წყაროს თანახმად, კვარას გარემოცვა მზადაა შეამციროს თავდაპირველი მოთხოვნები (8 მილიონი ევრო) და დათანხმდეს აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზებას, რომელიც კონტრაქტის 2029 წლამდე განახლებას და სეზონში ბონუსების ჩათვლით 6 მილიონი ევროს ხელფასს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116927