ფეხბურთი

1:09 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას 90 წუთი "მანჩესტერ სიტისთან", "სლოვანი" ისევ დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გურამ კაშიას „სლოვანმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 0:4 წააგო.

ცხადია, პეპ გვარდიოლას გუნდი უდავო ფავორიტი იყო და არც გასჭირვებია მოგება. კლასში სხვაობა ხომ უზარმაზარია. საწყის 15 წუთში ილქაი გიუნდოგანის და ფილ ფოდენის გოლებით მანჩესტერელებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და მერე თავი არ მოუკლიათ.

მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და სამი ქულა მშვიდად მოიპოვეს. „სლოვანი“ კი, ისევ უქულოდაა ორი ტურის თავზე. ზოგადად, სლოვაკეთის ჩემპიონს ალბათ, ყველაზე მძიმე ბადე შეხვდა და ძალიან გაუჭირდება ქულების მოპოვება.

გურამ კაშია აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „სლოვანი“ მესამე ტურში 22 ოქტომბერს, სტუმრად „ჟირონას“ დაუპირისპირდება.

„სლოვანი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 გიუნდოგანი (8), 0:2 ფოდენი (15), 0:3 ჰოლანდი (58), 0:4 მაკტი (74)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116368