მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელს, რობინ ლე ნორმანს მძიმე ტრავმა აქვს, რომელიც „რეალთან“ შეხვედრის მიწურულს მიიღო.
ესპანელი ორელინ ჩუამენისთან შეჯახების შედეგად დაშავდა და როგორც გაირკვა, ტვინის დაზიანება აქვს სუბდურული ჰემატომით. ესპანელ ფეხბურთელს სისხლი თავის ქალასა და ტვინის ზედაპირს შორის არსებულ სივრცეში შეუდედდა.
ჯერჯერობით, უცნობია რამდენ ხანს იუქმებს 27 წლის მცველი, მაგრამ სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ ფეხბურთში სრულფასოვნად დაბრუნებას შეძლებს, მაგრამ უქმობა ხანგრძლივად მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ რობინ ლე ნორმანი „ატლეტიკომ“ გასულ ზაფხულს „სოსიედადიდან“ შეიძინა.