ფეხბურთი

16:50 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ყირგიზეთი დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ერზურუმში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, პირველი მატჩი ჩაატარა სადაც ჩვენმა ასაკობრივმა ყირგიზეთის დამარცხება შეძლო - 0:3. შეხვედრაში გიორგი გორგაძემ დუბლის შესრულება შეძლო, ხოლო ანდრია ჩხაიძემ 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს მატჩი, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის, საერთაშორისო დონეზე ჩატარებული პირველი მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას, სანდრო კობახიძის გუნდი ხვალ, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ტურნირის მესამე მატჩს, 4 ოქტომბერს, ჩვენი ასაკობრივი, A ჯგუფში თანაბარ პოზიციაზე მყოფ გუნდთან გამართავს.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11484