ფეხბურთი

16:17 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ერთა ლიგაზე პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია"

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმანდ დუკას იმედი აქვს, რომ ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ და ამ ტურნირს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

„ერთა ლიგა სპეციფიკური შეჯიბრია, რადგან მხოლოდ 3 თვე გრძელდება. თანაბარ ჯგუფში 6 მატჩია. ვფიქრობ, კარგად დავიწყეთ, უკრაინასთან მოვიგეთ, თუმცა საქართველოსთან წავაგეთ, რაშიც დაღლილობამ დიდი ორი ითამაშა, ორ დღეში გვქონდა თამაში, მაგრამ საქართველოც ასეთ მდგომარეობაში იყო და მათ გამარჯვება შეძლეს.

ერთა ლიგა მართლაც მნიშვნელოვანი შეჯიბრია, რომლის მეშვეობით მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში ადგილის მოპოვება შეგვიძლია, თუ პირველ ადგილზე გავალთ და A ლიგაში გადავალთ. ასე რომ, მნიშვნელოვანი შეჯიბრია. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, პირველი ადგილის შანსი ყველას გვაქვს, ჩვენი მეტოქეები პატივისცემას იმსახურებენ. ორი საგარეო მატჩი გვაქვს ჩეხეთსა და საქართველოში, ვფიქრობ, ეს არის გზაგასაყარი ერთა ლიგაზე. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანია, შესაძლებელიცაა, მაგრამ ძალიან რთულია. 13 დეკემბერს წილისყრას უნდა დაველოდოთ. ვისურვებ, რომ კარგი წილისყრა გვქონდეს და გავაგრძელოთ ჩვენი მიზნისკენ ოცნება“, - თქვა დუკამ.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ჯგუფს საქართველო 6 ქულით ლიდერობს, ალბანეთს და ჩეხეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინას - 0. საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინას ეწვევა და 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115396