ჟოზე მოურინიო არ იცვლება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მსაჯების გადაწყვეტილები გააპროტესტა, საინტერესო მეთოდით.
მოურინიომ კამერების წინ კომპიუტერი დადო, რომელშიც მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომების ვიდეო ჩართო, რათა ყველასთვის ეჩვენებინა არბიტრის მიერ დაშვებული შეცდომები. ამისთვის მოურინიომ ყვითელი ბარათი მიიღო.
„ფენერბაჰჩემ“ „ანტალიასპორის“ წინააღმდეგ გამარჯვება მაინც მოახერხა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.