„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „მონცასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ლიდერობა სასიამოვნოა, მაგრამ მუშაობა უნდა გააგრძელონ.
„რა თქმა უნდა, კარგია სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა, რადგან ბევრს ვმუშაობთ. ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. ვიცით, რომ ტყუილად არავინ არაფერს მოგვცემს და თითოეული ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც თავისი შესაძლებლობის წარმოჩენა სურთ. კმაყოფილები ვართ და გვინდა, ასე გავაგრძელოთ“, - თქვა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში, 4 ოქტომბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.