„ფიორენტინასთან“ მატჩში (0:0) „ემპოლის“ ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის თამაში იტალიურმა მედიამ მაღალი ქულებით შეაფასა. ყველა აღნიშნავს, რომ გოგლიჩიძე თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს.
Calcio.oasport 6 ქულა: „დ’ავერსა აგრძელებს მის ნდობას, რასაც ის კარგი თამაშით უნაზღაურებს. კუამეს შეჩერებას თავი კარგად გაართვა. ყურადღებიანი და კონცენტრირებული, უშეცდომო თამაში“.
Pianetaempoli 7 ქულა: „ძლიერი თამაში ბიჭისგან, რომელიც თამაშიდან თამაშამდე გასაოცარია. დასწრებაზე კარგი, პოზიციის შენარჩუნებაში კარგი, ძლიერი მენტალიტეტი შეტევის დაწყების მხრივაც აჩვენა”.
Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „ყურადღებიანი და განსაკუთრებული შეცდომების გარეშე მატჩი მცველისგან, რომელმაც თავდამსხმელები კარიდან შორს შეაჩერა. ზუსტი დასწრებაზე თამაშში და ჩახურვებში, შეტევებიც დაიწყო ვერტიკალური პასებით. მატჩის ბოლოს რამდენიმე შესანიშნავი მოქმედება, რაც მის ზრდას ადასტურებს“.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრებში ტოსკანურმა კლუბმა ერთადერთი გოლი გაუშვა. „ემპოლი“ ექვსი ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 ოქტომბერს, „ლაციოს“ დაუპირისპირდება.