ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ტოტენჰემთან“ განადგურდა - 0:3.
სტუმრები ბრენან ჯონსონმა მესამე წუთზე დააწინაურა, ხოლო ტაიმის მიწურულს ბრუნო ფერნანდეში გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში „მანჩესტერმა“ ვერაფერი გააწყო.
მეორე ნახევარში დეიან კულუშევსკიმ და დომინიკ სოლანკემ კიდევ ორჯერ დაამწუხრეს ანდრე ონანა.
„მანჩესტერს“ ექვს ტურში მხოლოდ 7 ქულა აქვს, ხოლო „ტოტენჰემს“ – 10.