ფეხბურთი

12:24 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„კარგ ამბებზე არ წერთ“ - ლუის ენრიკემ ჟურნალისტები გააკრიტიკა

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის „რენთან“ მატჩის (3:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები მიკერძოებაში დაადანაშაულა. ესპანელ სპეციალისტს არ მოეწონა 1 ოქტომბერს „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ პარიზელთა დაცვითი თამაშის შესახებ შეკითხვა.

„პსჟ გაცილებით ნაკლებ შეცდომებს უშვებს, ვიდრე შარშან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მედია არ წერს ამის შესახებ. ამ სეზონში ბევრად უფრო თანმიმდევრულად ვთამაშობთ, თუმცა მეტოქეები მაინც ახერხებენ ჩვენს წინააღმდეგ გოლების გატანას. გუნდი ჯერ არ არის სრულყოფილი, მაგრამ ნეგატივი ჩვეულებრივი რამ არის ჟურნალისტიკაში, როდესაც საქმე პსჟ-ს ეხება“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Marca.

0.112889