ფეხბურთი

22:19 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კონტე კვარაცხელიას პოზიციას შეუცვლის, ნახავთ, ეს მალე მოხდება"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ ანტონიო კონტემ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს მომავალში მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს.

უფრო მეტიც, დე მაჯო დარწმუნებულია, რომ ეს მოხდება:

„გუშინ ვნახეთ რასპადორი, რომელიც ნახევარდაცვას და შეტევას ერთმანეთს კარგად უკავშირებდა. დარწმუნებული ვარ, რომ პროცესში კონტე 4-2-3-1 სქემას მოსინჯავს, რომელშიც ნერეში მარცხენა ფლანგზე ითამაშებს და კვარაცხელია - მარჯვნივ. მალე მოხდება, ნახავთ. ნაპოლის საოცარი შემადგენლობა ჰყავს, ერთადერთი დაცვა მაფიქრებს, სადაც რაჰმანის და ბონჯორნოს პირველი ალტერნატივა რაფა მარინია“, - თქვა დე მაჯომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 29 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „მონცასთან“ გამართავს.

0.119454