მადრიდის „რეალს“ ედუარდო კამავინგა დაუბრუნდა. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.
ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როდის იქნება სათამაშოდ მზად, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
კამავინგამ ტრავმა ევროპის სუპერთასის მატჩის წინ მიიღო, რის გამოც თვენახევარი გაუცდა და მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.