ესპანელი მეკარე სერხიო რიკო, რომელმაც ცხენზე ჯირითობის შედეგად უმძიმესი ტრავმა მიიღო და სიკვდილს გადაურჩა, ფეხბურთს უბრუნდება.
31 წლის ფეხბურთელი კარიერას „ალ-გარაფაში“ გააგრძელებს, რომელსაც კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.
რიკო ბოლოს პსჟ-ს ღირსებას იცავდა, თუმცა ფეხბურთში მას წელიწადზე მეტი გაუცდა. მანამდე ესპანელი „სევილიას“ რიგებში ირჯებოდა.