საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მე-16 წუთზე მასპინძლებს მერაბ გიგაური გაუძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ სტივ კინის გუნდმა მაინც გაიმარჯვა. 77-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გაიტანა პენალტით გამარჯვების გოლი.
„ტორპედო“ 54 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ 31 ქულით მეხუთე ადგილზეა და წინ „იბერიასთან“ მატჩი ელოდება.
მანამდე, 27 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ბოლო ორი მატჩია დაგეგმილი, რომლებშიც „დინამო თბილისი“ „კოლხეთს“ და „დილა“ „დინამო ბათუმს“ შეხვდება.
„ტორპედო“ – „სამგურალი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 იონსენი (77, პენ)