„მალიორკას“ გულშემატკივარს ერთი წლით პატიმრობა შეუფარდეს ვინისიუსის სა და სამუელ ჩუკვუეზესთვის რასისტული შეურაცხყოფის გამო. ინფორმაცია „რეალის“ ვებგვერდმა გაავრცელა.
2023 წლის 5 თებერვალს, „მალიორკა“ – „რეალის“ მატჩის დროს გულშემატკივარმა ვინისიუსს მიაყენა შეურაცხყოფა, ხოლო მანამდე სამეულ ჩუკვუეზეს, რომელიც ახლა „მილანში“ თამაშობდა, მაგრამ იმხანად „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა.
გარდა ამისა, „მალიორკას“ ფანს 3 წლით ესპანეთში სტადიონზე მატჩებზე დასწრებაც აეკრძალა.