ფეხბურთი

20:35 | 26.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ჩაკვეტაძემ "უოტფორდთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, „უოტფორდის“ საკუთრებაში 2029 წლამდე იქნება.

ჩაკვეტაძე ინგლისელებმა 2023 წელს „გენტიდან“ იჯარით დაიმატეს, მალევე კი გამოისყიდეს.

„გიორგი შესანიშნავი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიონალები გახდნენ. ის მაგალითია თავისი პროფესიონალიზმით, რომელსაც გაუმჯობესება სურს და უნდა, რომ ჩვენ კლუბს წარმატებაში დაეხმაროს“, - აღნიშნა „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით 44 მატჩში თავი 2 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა. ქართველი მანამდე „დინამო თბილისის“, „გენტის“, „ჰამბურგის“ და „სლოვანის“ რიგებში გამოდიოდა.

0.141673