„ემპოლის“ ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ტოსკანური კლუბის ვებგვერდის ცნობით, ქირურგიული ჩარევა ქართველ მცველს პროფესორ სტეფანო ძაფანინის ხელმძღვანელობით ბოლონიას კლინიკაში გაუკეთეს.
საბამ ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები დაიზიანა, რის გამოც სულ მცირე 5-6 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ქართველი სარეაბილიტაციო კურსს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში ერთადერთი მატჩის ჩატარება მოასწრო, „ტორინოს“ მაისურით, შემდეგ კი იჯარით „ემპოლის“ შეუერთდა, სადაც დებიუტი არ ჰქონია, სამწუხაროდ, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა.