ნიქოზიის „აპოელმა“, რომლის რიგებში ლაშა დვალი თამაშობს, კვიპროსის სუპერთასი მოიგო.
ნიქოზიელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში „პაფოსი“ 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი გოლი პირველივე წუთზე გავიდა, ხოლო მე-13 წუთიდან მოყოლებული „პაფოსი“ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო.
ლაშა დვალი არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და ტიტულის მოპოვებაში თავისი წვლილიც შეიტანა.