„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა გიორგი მიქაუტაძის და ალექსანდრ ლაკაზეტის შესახებ ისაუბრა.
ევროპა ლიგის პირველ ტურში „ოლიმპიაკოსთან“ მატჩამდე „ლიონის“ თავკაცმა მათ მშრალ სერიაზე გააკეთა კომენტარი:
„ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ათამაშდებიან, რაც მალე მით უკეთესი. გუნდისთვის მთავარი შედეგია, მთავარია გუნდი და არა ფეხბურთელი. ვიცით, რომ მათ გოლი არ გაუტანიათ, მაგრამ გაიხსენეთ მათი შარშანდელი მატჩები, ეს უკვე მოხდა: ხუთ შეხვედრაში ვერ გაიტანეს და შემდეგ 15 მატჩში გაიტანეს“, - თქვა საჟმა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ 26 სექტემბერს ითამაშებს.