ყაზახეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ალმატის „კაირატის“ ფეხბურთელმა გიორგი ზარიამ დუბლი შეასრულა.
ქართველმა შემტევმა „ჟენისის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მან 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ მეორე გოლი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ასევე შესანიშნავი იყო პირველი გოლიც.
მატჩი „კაირატმა“ 2:0 მოიგო, მაგრამ პირველი შეხვედრა ამავე ანგარიშით ჰქონდა წაგებული და ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც „ჟენისმა“ 3:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ პენალტების სერიაში ზარიამ თერთმეტმეტრიანიც გაიტანა, ხოლო „ჟენისის“ რიგებიდან პენალტი ზუსტად ზურაბ თევზაძემაც დაარტყა.