იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლი“ „პალერმოს“ უმასპინძლებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ სათასო მატჩია, პლუს მეტოქე უძლიერესთა რიგებს ნამდვილად არ განეკუთვნება, ანტონიო კონტე შემადგენლობაში როტაციას გეგმავს. როგორც ნეაპოლური მედია წერს, „აძური“ მთლიანად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს.
კაპრილე, მაძოკი, მარინი, ჟუან ჟეზუში, სპინაცოლა, გილმორი, ფოლორუნშო, ნერეში, რასპადორი, ნგონგე, სიმეონე - ეს არის სავარაუდო შემადგენლობა, რომელიც სიცილიელთა წინააღმდეგ მოედანზე პირველივე წუთიდან გავა.
„ნაპოლი“ „პალერმოს“ 26 სექტემბერს შეხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ უკვე სერია A-ს მეექვსე ტურში „მონცას“ უმასპინძლებს.