ფეხბურთი

1:08 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ძაკარდო: "საქართველო ჩემი მეორე სახლია"

ლეგენდების მატჩი "მილანის" ვეტერანი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. იტალიურმა გრანდმა თამაში პენალტებია სერიაში მოიგო. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ჩვენი ქვეყნის გუნდიდან გოლები გიორგი დემეტრაძემ და დავით სირაძემ მიითვალეს, ხოლო მეტოქეთა გუნდიდან თავი მარკო ბორიელომ და კლარენს ზეედორფმა გამოიჩინეს.

მატჩის შემდგომ საკუთარი ემოციები "როსონერის" ერთ-ერთმა წევრმა, კრისტიან ძაკარდომ გაგვიზიარა, მან არა მხოლოდ დღევანდელ დაპირისპირებაზე, არამედ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"საქართველო ჩემი მეორე სახლია. აქ 8-9-ჯერ ვიყავი. დავესწარი საბერძნეთთან მატჩსაც. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, კარგი თამაში გამოვიდა. 2-2 დასრულდა. შეგვეძლო როგორც მოგება, ასევე წაგება, თუმცა პენალტებში გავიმარჯვეთ და კმაყოფილები ვართ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარმა ისიამოვნა.

მადლობა მინდა გადავუხადო კალაძეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის. ასევე ყველა თქვენგანს, ვინც თამაშზე მოხვედით. ჩვენთვის სასიამოვნოა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, ისევ მილანის დიდებული მაისურით თამაში. მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანი გავახარე.

არ ვიცი საუკეთესო ვინ იყო, ეს თქვენ უნდა თქვათ. ალბათ, გოლების ავტორები, ბორიელო, რომელიც კარგად შემოვიდა, ზეედორფმა, რომელმაც გოლი გაიტანა. აღარ ვართ ისეთ ფორმაში, როგორც ბევრი წლის წინ, მაგრამ იმედი მაქვს, გულშემატკივარი გავართეთ.

საქართველოს კარგად ვიცნობ, ქართველი და იტალიელი ხალხი ერთმანეთს ძალან ჰგავს, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ხართ. ბევრი გულშემატკივარი იყო და მადლობა, რადგან როცა აქ ვარ, ყოველთვის კარგად მხვდებიან. საქართველოში სიამოვნებით ჩამოვდივარ. კვარაცხელია ჩემი მეგობარია, ფანტასტიკური, საოცარი ფეხბურთელია, ძალიან მიყვარს. იტალიაში კარგად თამაშობს და ბედნიერი ვარ. კვარა ფანტასტიკური ბიჭია, უფრო და უფრო მოუმატებს, მისი გულშემატკივარი ვარ", - თქვა ძაკარდომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115398