ფეხბურთი

20:58 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ზეიმი „მილანმა“ მოიგო პენალტებით

დღეს, 21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართა. საქართველოს ვეტერანებმა „მილანს“ უმასპინძლეს. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი იტალიელებმა 1:3 გაიმარჯვეს.

თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. ცხადია ტემპი მაღალი არ იყო, მაგრამ საინტერესო გახლდათ მსოფლიო ვარსკვლავების ხილვა, რომლების სტილი, მოძრაობა კარგად გვახსოვს, თუმცა ამჯერად ცოტა შენელებულად სრულდებოდა ყველაფერი.

ქართველებიდან გოლები გიორგი დემეტრაძემ და დავით სირაძემ გაიტანეს, სტუმართაგან - მარკო ბორიელომ და კლარენს ზეედორფმა.

საბოლოოდ 2:2. დაინიშნა მატჩისშემდგომი პენალტები, რომლებიც მილანელებმა უკეთ შეასრულეს და 1:3 გაიმარჯვეს.

პენალტები: იაშვილი - მეკარე 0:0, კაფუ - 0:1., შოთა არველაძე - 1:1, კაკა - 1:2, ღუდუშაური - ხარიხა 1:2, ოდო - 1:3, დემეტრაძე - მეკარე 1:3

შემადგენლობები

საქართველო

გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, დავით მუჯირი, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მილანი

დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივიო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.

მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა

0.113435