„ბაიერნის" 38 წლის მეკარე მანუელ ნოიერი ტრავმის გამო იძულებული გახდა გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურის „ვერდერთან“ მატჩის წინ, რომელიც მოუხენელებმა 5:0 მოიგეს, მოთელვა შეეწყვიტა - გვამცნობს Bayern & Germany.
ნოიერმა ბარძაყი დააზიანა. იმისთვის, რომ 38 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, მიუნხენური კლუბის სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა მოედანზე სათადარიგო მეკარე სვენ ულრაიხი პირველივე წუთებიდან ეთამაშებინა.
ამ სეზონში ნოიერმა ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სამში კარის „მშრალად“ შეინახა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.