ფეხბურთი

19:46 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" არავის ინდობს

მიუნხენის „ბაიერნმა“ ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით სეზონი საოცრად დაიწყო და დიდებულ ფეხბურთს თამაშობს.

ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „რეკორდმაისტერი“ ბრემენის „ვერდერს“ ესტუმრა, რომელიც 5:0 გაანადგურა. პირველივე ტაიმში მაიკლ ოლისეს და ჯამალ მუსიალას გოლებით ყველაფერი გადაწყდა. მეორე ტაიმში ოლისემ დუბლი შეასრულა, თითოჯერ ჰარი კეინმა და სერჟ გნაბრიმაც შეაგდეს.

„ბაიერნი“ ბუნდესლიგას ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს. მიუნხენურმა გიგანტმა ბოლო ორ მატჩში 14 გოლი გაიტანა...

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-4 ტური. 21 სექტემბერი: ჰაიდენჰაიმი - ფრაიბურგი 0:3, ვერდერი - ბაიერნი 0:5, უნიონ ბერლინი - ჰოფენჰაიმი 2:1, ბოხუმი - ჰოლშტაინი 2:2, აინტრახტი - გლადბახი 2:0

0.117363