ფეხბურთი

17:55 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "ვესტ ჰემი" ადვილად დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტური ლონდონური დერბით დაიწყო, რომელშიც „ჩელსიმ“ „ვესტ ჰემი“ 3:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი საწყის 18 წუთში გადაწყდა, როცა ნიკოლას ჯექსონმა დუბლი შეასრულა და ცხადი გახადა, რომ „ჩაქუჩები“ უშანსოდ იქნებოდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე სენეგალელმა დუბლს საგოლე პასიც დაუმატა და კოულ პალმერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ჩელსის“ ხუთ ტურში 10 ქულა აქვს, ხოლო „ვესტ ჰემმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და მხოლოდ 4 ქულა გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110554