ფეხბურთი

16:13 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის გამარჯვების გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში „კრაკოვიამ“ სტუმრად „პუშჩა“ ოთარ კაკაბაძის გოლით დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც პოლონური კლუბის კაპიტანია, 67-ე წუთზე ძალიან მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

ოთარმა მანამდე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომდევნო ტურის მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ქართველი მცველისთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

„კრაკოვია“ 19 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 30 სექტემბერს, შინ „სტალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.118236