ფეხბურთი

14:34 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფი: "საქართველოს ნაკრებმა აჩვენა კონკურენტუნარიანობა და მომავალში უკეთ თამაშიც შეუძლია"

საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდების მატჩის წინ კლარენს ზეედორფმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საქართველოში მესამედაა და ძალიან სასიამოვნოა მისთვის ძველ თანაგუნდელებთან შეხვედრა.

"საქართველოში მესამედ ჩამოვედი და ყოველ ჯერზე უკეთესი და უკეთესია. მიყვარს, როდესაც ერთად ვიკრიბებით. ყოველთვის სასიამოვნოა გულშემატკივრებთან შეხვედრა, ისინი ფეხბურთის განუყრელი ნაწილი არიან. კარგი შეგრძნებაა ჩემი მეგობრის, კახი კალაძის ნახვა. ცუდია, რომ დღესდღეობით ხშირად ვეღარ ვხვდებით. ამიტომ, მადლობელი ვარ ამ მატჩის ორგანიზებისთვის. მიხარია, რომ საღამოს მოედანზე ისევ ერთად გამოვალთ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კალასთანაც ვისაუბრე და ვუთხარი, რომ ძალიან პერსპექტიული გუნდია. ევრო 2024-ზე ფეხბურთელები კარგი გაგებით მშიერები იყვნენ და სურდათ ყველაფერი გაეკეთებინათ. აჩვენეს კონკურენტუნარიანობა და იმის პოტენციალი, რომ მომავალში უკეთესი ფეხბურთი ითამაშონ. ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს. ვფიქრობ, რომ ასე გააგრძელებენ და მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - თქვა ზეედორფმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდების მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118052