"ლეგენდების მატჩის" დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ""მილანისა" და საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა პრესკონფერენცია გამართეს. იტალიური გრანდის რიგებიდან ჟურნალისტების კითხვებს კაკამ, კლარენს ზეედორფმა და იბრაჰიმ ბამ უპასუხეს.
ბრაზილიელი ვარსკვლავი საქართველოში პირველად იმყოფება და მან კომენტარი საქართველოს ნაკრებზე და ჩვენი ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაზეც გააკეთა.
„საქართველოში პირველად ვიმყოფები. სასიამოვნოა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში და იმის ნახვა, თუ როგორ უყვართ მილანის ფეხბურთელები. ჩვენც ბედნიერები ვართ მათთან შეხვედრით. სასიამოვნოა ძველ თანაგუნდელებთან ერთად თამაში და იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურებიან ახლა. ერთად ყველა ტიტული მოვიგეთ, მილანი მხოლოდ საფეხბურთო გუნდი არ იყო, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით.
საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. დღესდღეობით ისინი ძლიერ გუნდებში თამაშობენ. ჩვენ კალას გამო თქვენს ნაკრებს ვგულშემატკივრობთ“.
ლეგენდების მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.