თამაშგარე

13:30 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხურუშიანი რონალდუ და დიდოელი ლეკი

რთულია ვარსკვლავის ცხოვრება. საკმარისია ხელი ოდნავ სხვა მხარეს „გაგექცეს“, რომ უმალ მთელი მსოფლიოს საპაპარაცეთი თავზე გადგება და ისეთ ფოტოებს გამოგიქვეყნებენ, ადრე შეიძლება ვერც კი წარმოიდგენდი ამგვარი რამის გადაღება და აღბეჭვდა ასე მარტივად თუ იყო შესაძლებელი.

სწორედ ასე დაემართა ლეგენდარულ კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ცოლთან, ყოფილ მოდელ ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ულამაზეს სან-ტროპეში ისვენებდა. არ ვიცით პორტუგალიელ ოყლაყს რა ხურუშა ძალამ უბიძგა, მაგრამ ფაქტია, რომ პაპარაცებმა სწორედ მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ცოლის უკანალს ისე ბურჯგნიდა, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს.

ჰოდა, მეტი რაღა უნდოდა ბულვარულ მედიას? დააკონწიალებენ ამ ორ ფოტოს აქეთ-იქით და არის ერთი მორალისტური გმინვა და მსჯელობა. არადა, ბუდამ უწყის რამდენი ისურვებდა ჯორჯინას ადგილზე ყოფნას თუნდაც ასეთ უხერხულ პოზაში...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11753