„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „მონაკოსთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მე-10 წუთზე ერიკ გარსიას გაძევებამ თამაში შეცვალა:
„წითელი ბარათის შემდეგ თამაში შეიცვალა. ჩვენი იდეა და ჩვენი გეგმა შეიცვალა. თავს მონდომებით ვიცავდით, მაგრამ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. თამაშში ბევრი დადებითი მხარე დავინახე, გვქონდა შანსები, თუმცა, მათ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და გამარჯვებას იმსახურებდნენ. ვერ ვითამაშეთ უმაღლეს დონეზე და ისე, როგორც გვსურდა, ამიტომ შედეგს უნდა შევეგუოთ. წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ“, - თქვა ფლიკმა.