საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა.
ავსტრიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დებიუტანტ „ბრესტს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო.
„შტურმის“ ერთადერთი გოლი, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, კიტეიშვილის წამოწყებულ შეტევას მოჰყვა. გრაცელებმა ამ გოლით ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში მეორედ გაუშვეს და მეორედ ვეღარ გაათანაბრეს.
კიტეიშვილი მოედანზე 78-ე წუთამდე იყო. „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 2 ოქტომბერს, „ბრიუგეს“ უმასპინძლებს.