ფეხბურთი

22:09 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" საქართველოს თასზე "დინამო ბათუმი" დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

„დინამო თბილისი“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. ფერდინანდ ფელდჰოფერის გუნდმა მეოთხედფინალში „დინამო ბათუმი“ 1:0 დაამარცხა.

„დავით პეტრიაშვილის“ არენაზე გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი დავით გოცირიძის გოლით გადაწყდა. „დინამოს“ ფეხბურთელთა ბათუმელთა კარი ახლო მანძილიდან 52-ე წუთზე დალაშქრა.

ამრიგად, საქართველოს თასზე სამი ნახევარფინალისტი ცნობილია - „დინამო თბილისი“, „სპაერი“ და „კოლხეთი“, ხოლო ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა „დინამო თბილისი 2“-ის და „გაგრას“ შეხვედრაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124585