ფეხბურთი

20:09 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "იუვენტუსი" ჩემი ცხოვრების ნაწილია, დაბრუნება სასიამოვნო იქნებოდა"

ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს მისთვის სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს.

„მართლაც შესანიშნავი იქნებოდა, მომეწონებოდა დაბრუნება, მოსაყოლად ლამაზი ისტორია იქნებოდა. ეს ჩემი კლუბია. ვფიქრობ, ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, კარგია, როცა კლუბში გყავს ისეთი ადამიანები, ვინც იცნობს მენტალიტეტს, გულშემატკივრებს. „იუვეს“ პრეზიდენტი ჰყავს, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. „იუვე“ ჩემი ცხოვრების ნაწილია, ტურინში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ქალაქში, სადაც დავიბადე. თუმცა, თუ ჩემი დაბრუნება არ მოხდება, ეს არაფერს შეცვლის, ჩვენ ერთად დიდი ისტორია დავწერეთ, ლამაზი და წარმოუდგენელი. მე არასდროს ვყოფილვარ გულდაწყვეტილი იმის გამო, რომ კლუბიდან არ დაურეკიათ. ზოგჯერ რაღაცები იცვლება, ახლა ძალიან კონცენტრირებული ვარ იმაზე, რასაც ვაკეთებ“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსში“ 1993-2012 წლებში 705 მატჩში 290 გოლი გაიტანა. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და მატჩების რაოდენობითაც რეკორდსმენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121179