ფეხბურთი

15:42 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრების „დინამომ“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

ზაგრების „დინამომ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მთავარი მწვრთნელის სერგეი იაკიროვიჩის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. მანამდე ხორვატული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მატჩში გერმანულ „ბაიერნთან“ ანგარიშით 2:9 დამარცხდა.

აღნიშნულია, რომ მწვრთნელთან კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმებით გაწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია.

„პირველ გუნდს მოკლევადიან პერიოდში სამწვრთნელო შტაბის ამჟამინდელი წევრი სანდრო პერკოვიჩი უხელმძღვანელებს, სანამ ახალი გრძელვადიანი სპეციალისტის მოწვევის საკითხს მოვაგვარებთ.

გულწრფელ მადლობას ვუხდით სერგეი იაკიროვიჩს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი კლუბისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში“, - ნათქვამია ხორვატული კლუბის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11364