ფეხბურთი

14:12 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა დე როსის „რომადან“ წასვლის შესახებ: „ფეხბურთი ხშირად უსამართლოა"

„რომას“ ფორვარდმა პაოლო დიბალამ რომაული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანიელე დე როსის წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„ფეხბურთი ხშირად უსამართლოა..." - წერს დიბალა სოციალურ ქსელში.

დე როსი „რომადან“ დაითხოვეს. იტალიის ჩემპიონატის სტარტზე კლუბს არც ერთი გამარჯვება მოუპოვებია

18 სექტემბერს რომაული კლუბის ხელმძღვანელობამ დე როსის წასვლის შესახებ განაცხადა. 41 წლის იტალიელი გუნდს 2024 წლის 16 იანვრიდან წვრთნიდა. მიმდინარე სეზონში რომაელებმა სერია A-ს 4 ტურში 3 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109832