ფეხბურთი

13:38 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჟირონას“ ფეხბურთელი სტუანი 21-ე საუკუნეში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტი გახდა

ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ და ესპანური „ჟირონა“ შეხვდნენ, პარიზელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ამ შეხვედრაში კატალონიური გუნდის 37 წლის ურუგვაელი ფორვარდი კრისტიან სტუანი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. ამრიგად, ის გახდა 21-ე საუკუნეში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ხანდაზმული დებიუტანტი.

Opta Sports-ის ცნობით, მანამდე 40 წლის ტასოს მიტროპულოსი გახლდათ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე უფროსი დებიუტანტი „ოლიმპიაკოსში“ 1997 წელს. 21-ე საუკუნეში მთავარ ევროტურნირზე ურუგვაელზე უფროსი დებიუტანტები არ ყოფილან.

37 წლის სტუანი „ჟირონას“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა „მიდლსბროდან.“ სატრანსფერო თანხამ 2,5 მილიონი ევრო შეადგინა. ამ სეზონში ურუგვაელმა ყველა ტურნირზე მონაწილეობა მიიღო ოთხ მატჩში, რომლებშიც ორი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114542