ფეხბურთი

12:50 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ოთხი საფეხურით დაწინაურდა.

ჩეხეთისა (4:1) და ალბანეთის (1:0) წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების მონაგარს რეიტინგში 16.81 ქულა შეემატა და საბოლოო ჯამში, 1378.22 ქულით 66-ე ადგილზე დაწინაურდა.

საქართველოს ფიფას რეიტინგში ამაზე უკეთესი შედეგი ბოლოს 2012 წლის ნოემბერში ჰქონდა, როცა 65-ე ადგილს იკავებდა.

...63. ბურკინა ფასო - 1387.5 ქულა

64. ფინეთი - 1393.4

65. კაბო ვერდე - 1379.17

66. საქართველო - 1378.22

67. ალბანეთი - 1377.91

68. იორდანია - 1377.52

69. ემირატები - 1377.22

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს გადაასწრო, რომელიც 67-ე საფეხურზეა. ერთა ლიგის სხვა მეტოქეებმა წინსვლა განიცადეს: ჩეხეთი 46-ე ადგილზე აღზევდა (ერთი პოზიციით დაწინაურდა), ასევე ერთი პოზიციით დაწინაურდა უკრაინის ნაკრებიც, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ორივე თამაში წააგო და ახლა 24-ეა.

სამაგიეროდ, ცვლილება არ მომხდარა საუკეთესო ათეულში. ფიფას რეიტინგს ისევ არგენტინა ლიდერობს, რომელსაც კვალში საფრანგეთი და ესპანეთი უდგანან:

1. არგენტინა - 1889.02 ქულა

2. საფრანგეთი - 185192

3. ესპანეთი - 1836.42

4. ინგლისი - 1817.28

5. ბრაზილია - 1772.02

6. ბელგია - 1768.14

7. ნიდერლანდები - 1759.95

8. პორტუგალია - 1752.14

9. კოლუმბია - 1738.72

10. იტალია - 1726.31

ფიფას რეიტინგი სრულად...

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, სტუმრად უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთს უმასპინძლებს. ფიფა რეიტინგს 24 ოქტომბერს განაახლებს.

0.114975