ჭადრაკი

1:40 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ოლიმპიადა: კაცების ყაიმი საფრანგეთთან და ქალების მარცხი ინდოეთთან

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მე-7 ტურში, საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიადის მთავარ ფავორიტთან, ინდოეთთან 1:3 დამარცხდა.

პარტეიბი ყაიმით დაასრულეს: ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა, ხოლო, ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა მარცხი განიცადეს.

7 ტურის შემდეგ ოლიმპიადას, ყველა გამარჯვებით ინდოეთი ლიდერობს, ერთი ქულით ნაკლები აქვთ: პოლონეთს, ყაზახეთს და საფრანგეთს. საქართველოს ქალთა ნაკრები 11 ქულით V – XIV ადგილებს ინაწილებს. მომდევნო ტურში ჩვენების მეტოქე ბულგარეთის ქალთა გუნდი იქნება.

ოლიმპიადის მე-7 ტურში, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ყაიმით დაასრულა შეხვედრა, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, საფრანგეთის გუნდთან.

ქართველებიდან ლუკა პაიჭაძემ მოიგო, ყაიმით დაასრულეს პარტიები: ლევან ფანცულაიამ და ბაადურ ჯობავამ, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი დამარცხდა მსოფლიო ტოპ-20 წარმომადგენელ, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავთან.

7 ტურის შემდეგ ვაჟთა ნაკრები 11 ქულით VII – XIII ადგილს ინაწილებს და მომდევნო ტურში მისი მეტოქე ნიდერლანდების გუნდი იქნება.

ვაჟთა ოლიმპიადას, ქალების მსგავსად, ყველა გამარჯვებით ინდოეთის ნაკრები ლიდერობს. ერთი ქულით ნაკლები აქვს ირანის გუნდს, რომლებმაც ქულა მარტო ქართველებთან დაკარგეს.

სოფო ნიკოლაძე

0.106409