ფეხბურთი

21:13 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე პირველი მატჩი მოიგო

უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი წრის პირველ შეხვედრაში „დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდმა „მიხეილ მესხზე“ „ბუდუჩნოსტს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

მონტენეგროელები მე-9 წუთზე კოსტიჩის გოლით დაწინაურდნენ, რასაც 5 წუთში საბა სამუშიამ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო ტაიმის მიწურულს ტომაშევიჩის გოლით სტუმრები მეორედ დაწინაურდნენ და ტაიმი მოიგეს.

„დინამო თბილისმა“ მაინც მოახერხა გამარჯვება: 55-ე წუთზე ნიკოლოზ ცეცხლაძემ გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ნიკოლოზ ჩიქოვანმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

საპასუხო მატჩი მონტენეგროში 2 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე „ტრაბზონსპორს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112553