მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ენდრიკმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა და კლუბის რეკორდი დაამყარა.
ენდრიკი გახდა „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე ჩემპიონთა ლიგაზე - 18 წლის და 58 დღის ასაკში.
ბრაზილიელმა რაულის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 1995 წელს, 18 წლისა და 113 დღის ასაკში გაიტანა გოლი. მაშინ ესპანელმა „ფერენცვაროშთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ენდრიკი „რეალს“ „პალმეირასიდან“ შეუერთდა და ხუთ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოასწრო.