ფეხბურთი

2:10 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა სილაგაძის საგოლე პასი ლატვიის ჩემპიონატში (VIDEO)

ლატვიის ჩემპიონატის 23-ე ტურში რფს-მა „დაუგავპილსი“ 4:1 დაამარცხა, ლუკა სილაგაძემ კი თავი საგოლე პასით გამოიჩინა.

ლუკამ 79-ე წუთზე მარჩის ოსს გაუკეთა საგოლე გადაცემა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში 4:0 გახადა. სილაგაძემ და ასევე, ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშეს.

რფს 72 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, „ლიეპაიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109557