საუდის არაბეთის „ალ-ნასრს“, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, სავარაუდოდ, მალე სტეფანო პიოლი ჩაიბარებს.
მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ. „ალ-ნასრიდან“ პორტუგალიელი სპეციალისტი ლუიშ კაშტრო უკვე გაათავისუფლეს და პიოლისთვის ყველაფერი მზადაა.
იტალიელმა მანამდე „მილანთან“ ჯერ კიდევ არსებული ცალმხრივი კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს, რათა არაბულ კლუბში მუშაობა დაიწყოს.
სტეფანო პიოლის „მილანში“, „ინტერში“, „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ბოლონიაში’, „პალერმოში“, „კიევოში“, „სასუოლოში“, „პიაჩენცაში“, „გროსეტოში“, „პარმაში“, „მოდენასა“ და „სალერნიტანაში“ აქვს ნამუშევარი.