ინგლისური „ ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა გუნდის ახალ თავდამსხმელ ფედერიკო კიეზასა და ტრანსფერის ემოციებზე ისაუბრა.
„ფედერიკო კიეზა უკვე აჩვენებს თავის უნარებს ვარჯიშზე. მაგრამ ძალიან მიხარია მისი ღიმილის დანახვა. ფედერიკო „ლივერპულში“ მოსვლის პირველივე მომენტიდან იღიმება. როგორც ჩანს, ის მადლიერია, რომ შეუერთდა კლუბს, რადგან ეს არის ახალი შესაძლებლობა მისი ცხოვრებისთვის ტოპ კლუბში“, - ციტირებს ალისონის სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
შეგახსენებთ, რომ იტალიელი თავდამსხმელის „ლივერპულში“ ტრანსფერის შესახებ 2024 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, კიეზას ხელფასი წელიწადში 5 მილიონ ევროს შეადგენს.