ფეხბურთი

11:42 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მონცას" "ინტერთან" მოგება წაართვეს? მატჩის ბოლო წუთზე მსაჯის უხეში შეცდომა

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურის მატჩი „მონცასა“ და „ინტერს“ შორის სკანდალით დასრულდა.

ბოლო, მეოთხე კომპენსირებულ წუთზე „მონცა“ უტევდა, როცა მილანელებმა საჯარიმოსთან თამაშის წესი დაარღვიეს და მსაჯმა, ლუკა პაირეტომ ჯარიმა დანიშნა. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ „მონცას“ ფეხბურთელები შეტევას აგრძელებდნენ და მათი კაპიტანი, მატეო პესინა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ პაირეტომ არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი წესი: „მონცას“ შეტევის გაგრძელების უფლება არ მისცა.

ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ მსაჯმა „მონცას“ ბოლო წამებზე საგოლე შეტევა ჩაუშალა, რასაც იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყველა თანხმდება, რომ არბიტრმა უხეში შეცდომა დაუშვა.

„პაირეტომ კარგად იმუშავა, მაგრამ ბოლოს სერიოზული შეცდომა დაუშვა. პავარის მხრიდან ჯარიმა იყო, თუმცა მან ვერ გააცნობიერა, რომ პესინა კარის წინ იყო და არ მისცა შეტევის უპირატესობა. დასანანია, რადგან მისი გამოცდილების მქონე ადამიანს სიჩქარის გამო ასეთი შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს“, - თქვა DAZN-თან ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ.

შეგახსენებთ, რომ „მონცას“ და „ინტერის“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130218