ფეხბურთი

10:27 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კალიარის" მცველი: "სანამ გოლს გაიტანდა, კვარაცხელიას კარგად ვაკონტროლებდით"

„კალიარის“ ფეხბურთელმა გაბრიელე ძაპამ, რომელიც „ნაპოლისთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პერსონალურად მეურვეობდა, მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ძაპამ აღნიშნა, სანამ კვარა გოლს გაიტანდა, მას კარგად ეთამაშებოდა:

„კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, მეორე გოლამდე მას კარგად ვიყვანდით, მაგრამ იმ მომენტში უფრო მჭიდროდ უნდა გვეთამაშა, ასევე მინამაც ლუკაკუს წინააღმდეგ კარგად ითამაშა. საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ“, - თქვა ძაპამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (სერია A და იტალიის თასი) ხუთ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 9 ქულით სერია A-ში გალიდერდა, მომდევნო მატჩს კი, 21 სექტემბერს, სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114017