აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „ზირამ“ ბაქოს „ნეფთჩი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო დავით ვოლკოვი საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი ფორვარდის გადაცემით მე-60 წუთზე გოლი რაფაელ უცტიგმა გაიტანა, რომელსაც დავითმა ბურთი საჯარიმოში კარგად დაუგდო.
ვოლკოვი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, 70-ე წუთზე შეცვალეს, მის ნაცვლად თამაშში კი, გიორგი პაპუნაშვილი ჩაერთო.
„ზირა“ 9 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, „სუმგაითთან“ ჩაატარებს.